07/07/2022 / მეთოდები
გაზიარება
FUT/ FUE კომბინაცია
FUT/ FUE კომბინაცია - არის ორივე ტექნიკის კომბინირება თმის გადანერგვის ერთი პროცედურის დროს, რაც თმის ცვენის მაღალი ხარისხების (V- VII კლასი ნორვუდის მიხედვით) დროს სადონორო არის უკეთ ექსპლუატაციის და ოპერაციის მასშტაბების გაზრდის საშუალებას იძლევა.
აკაკი წილოსანი, რობერტ თრიუსთან და მარსიო ქრისოსტომოსთან ერთად ამ მეთოდის ფუძემდებლად ითვლება. მან პირველად FUT/ FUE კომბინაცია გამოიყენა 2006 წელს.
FUT/FUE კომბინაციის მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ორივე ტექნიკის ერთდროული გამოყენება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ბევრად მეტი გრაფტი სადონორო არედან, ვიდრე მარტო FUE ან FUT მეთოდის გამოყენებით და თავიდან ავიცილოთ სადონორე არის განლევის და უხეში დანაწიბურების ალბათობა.