07/07/2022 / მეთოდები გაზიარება

გრძელი თმის გადანერგვა

გრძელი თმის გადანერგვა - არის თმის გადანერგვის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვას გრძელი (3 სმ და მეტი) და არა 2 მმ-მდე დამოკლებული თმით, როგორც ეს ხდება თმის გადანერგვის ჩვეულებრივი მეთოდების - FUT ან FUE-ს დროს.

ამ მცირე განსხვავებამ ძირეულად შეცვალა თმის გადანერგვა და თმის ტრანსპლანტოლოგებს ახალი ჰორიზონტები გაუხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ გადანერგილი გრძელი თმა ისევე ცვივა, როგორც ჩვეულებრივი FUE ან FUT მეთოდების დროს და ამოსვლას იწყებს პროცედურიდან სამი თვის შემდეგ, გრძელი თმის გადანერგვას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობები: 

1. ეს არის ერთადერთი ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტსაც და ქირურგსაც დაინახონ ოპერაციის შედეგი უშუალოდ პროცედურის დასრულებისთანავე. ამ მეთოდის გამოყენებისას ჩვენ ვხედავთ იმ სურათს, რომელსაც ჩვეულებრივი მეთოდებისას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. პაციენტი კლინიკას ტოვებს  ოპერაციის ყოველგვარი კვალის გარეშე - წითელი წერტილების, შეშუპებების, ნახვევების გარეშე, ახალი ვარცხნილობით, თითქოს მას არც არაფერი გაუკეთებია. ამ მეთოდს ყოველთვის ახლავს ბევრი დადებითი ემოცია, რადგან პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე სარკეში ხედავს საკუთარ თავს ახალი ვარცხნილობით.

2. ვინაიდან ქირურგს ოპერაციის დროს საშუალება აქვს დაინახოს საბოლოო შედეგი - გადანერგილი გრძელი თმა, ის უკეთ ანაწილებს თმის სიხშირესა და მიმართულებას, შესაბამისად შედეგები უფრო სრულყოფილია, ვიდრე FUT ან FUE ტექნიკის გამოყენების დროს.

3.  გრძელი თმის გადანერგვის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ამ ტექნიკის გამოყენებისას პრაქტიკულად არ არსებობს რეაბილიტაციის პერიოდი. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტს შეუძლია საქმიან შეხვედრაზე ან პაემანზე წასვლა ოპერაციული ჩარევის ყოველგვარი კვალის  გარეშე.

გრძელი თმის გადანერგვის პროცედურა მოითხოვს როგორც ქირურგის, ასევე ასისტენტების მაღალ კვალიფიკაციას, იგი უფრო შრომატევადი და, შესაბამისად,  უფრო ძვირადღირებულია. გრძელი თმის გადანერგვა შესაძლებელია როგორც FUT, ასევე FUE მეთოდით, თუმცა FUE ზემოთ აღწერილი თავისებურებების გამო, ჩვენ გრძელი თმის გადანერგვას თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ FUT მეთოდით. თუკი პაციენტს ურჩევნია ატაროს გრძელი ვარცხნილობა, ნაზი ხაზოვანი ნაწიბური კეფის არეში არასოდეს ქმნის პრობლემას.