ექიმი აკაკი წილოსანი

აკაკი წილოსანი მსოფლიოში ცნობილი თმის გადანერგვის ექსპერტია. მეცნიერებათა დოქტორი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების ფელოუ (FISHRS), თმის აღდგენითი ქირურგიის აზიის ასოციაციის (AAHRS) წევრი, მსოფლიო FUE ინსტიტუტის (WFI) წევრი, უკრაინის თმის კვლევის საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს  პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GeoPRAS) წევრი,  ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის (AAAM) პროფესორი-აკაკი წილოსანი თმის გადანერგვის სფეროში მოღვაწეობს1999 წლიდან. ამ პერიოდის მანძილზე მან 12000-ზე მეტი  თმის აღდგენითი ოპერაცია ჩაატარა.
აკაკი წილოსანი თმის გადანერგვის სფეროში 42 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორია. 2002-2010 წლებში იგი FUT გიგასესიებსა და გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირის მიღწევაში სპეციალიზირდებოდა. 2008 წელს მან მიაღწია  სიხშირეს - 100 ფოლიკულური გაერთიანება 1 კვ/სმ-ზე სიცოცხლისუნარიანობის შემცირების გარეშე (92%). ეს დღესაც აბსოლუტური მსოფლიო რეკორდია.
2012 წელს ექიმმა წილოსანმა ჩაატარა რეკორდული მასშტაბის გიგასესია   - 11-საათიან ოპერაციაში მან 9688 ფოლიკულური გაერთიანება (გრაფტი) გადანერგა, რაც ასევე დღემდე მსოფლიო რეკორდად რჩება.
2006 წელს პაციენტების სადონორო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით ექიმმა წილოსანმა დაიწყო FUT და FUE მეთოდების ერთ ოპერაციაში გაერთიანება. რობერტ ტრიუსთან (აშშ) და მარსიო კრისოსტომოსთან (ბრაზილია) ერთად იგი აღიარებულია FUT და FUE ტექნიკის კომბინაციის პიონერად.
2010 წელს ექიმმა წილოსანმა პირველად დაიწყო გრძელი თმის გადანერგვის მეთოდის გამოყენება ევროპაში, რომელიც დღეს მისი პრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის გარდა, 2009 წლიდან  ა. წილოსანი ამზადებს კოლეგებს თმის გადანერგვის სფეროში მთელი მსოფლიოდან  და ატარებს თმის გადანერგვის საავტორო ტრენინგ კურსებს არა მხოლოდ მის ინსტიტუტში საქართველოში, არამედ პარტნიორ კლინიკებში რუსეთსა და უკრაინაში, ასევე დუბაისა და კუალა-ლუმპურში ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის ეგიდით. მან მოამზადა 400-ზე მეტი ექიმი, რომლებიც ახლა წარმატებით მუშაობენ თავიანთ ქვეყნებში.
 

უფასო კონსულტაცია

დაიბრუნე შენი თმა! თმის აღდგენა მსოფლიოში ცნობილი ექსპერტის ექიმ აკაკი წილოსანის მიერ